ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატ რომეო საჯაიას ცემის ფაქტის გამო პრესკონფერენცია გამართა. ადვოკატთა ასოციაცია აპროტესტებს ადვოკატ რომეო საჯაიაზე განხორცილებული ძალადობის ფაქტს. 2014 წლის 08 იანვარს ქ.თბილისის პროკურატურაში პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადვოკატ რომეო საჯაიას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას ეფექტური გამოძიების მოთხოვნით. ასევე, ადვოკატთა ასოციაციამ მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოცაციას რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.